სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია

ნინო გოგუაძის შეხვედრა ქეით პენტუს-როსიმანუსთან

საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა და ესტონეთის გამოცდილების გაზიარება იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრის, ნინო გოგუაძისა და ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ქეით პენტუს-როსიმანუსის შეხვედრის მთავარი თემა.

ნინო გოგუაძემ სტუმარს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დაკომპლექტების წესი, სამუშაო ჯგუფები, მათი მუშაობის სპეციფიკა და ის ძირითადი ასპექტები გააცნო, რომელზეც მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ჩვენი შეხვედრის მიზანი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მათი ინფორმირებულობა იყო. ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დადებითად აფასებს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას. მათი მხრიდან სწორად არის დანახული, პროცესში ამდენი ადამიანის ჩართულობა. შეხვედრაზე სტუმრები ისეთი კონკრეტული საკითხებითაც დაინტერესდნენ, როგორიცაა საარჩევნო სისტემა, გადასახადების გაზრდის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტა და ა.შ", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.