სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია
ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

30 მარტს საქართველოს ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვევა, რომელსაც კომისიის მდივანი, თომას მარკერტი ხელმძღვანელობს.
ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი თამარ ჩუგოშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდებიან.
ამავე დღეს, ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფი შეხვედრებს გამართავს სახელმწიფო საკონსტიტიციო კომისიის სამუშაო ჯგუფებთან:
- ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა
- ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა
- საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა
- საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა
ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: თომას მარკერტი, მაიკლ ფრედო, ნიკოს ალივიზატოსი, ჯოზეფ მარია კასტელა ენდრიუ და კაგა ტანიარი.
__________________________________
საკონტაქტო ინფორმაცია
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
ანა გოჩაშვილი, დეპარტამენტის უფროსი
599-999908 | [email protected]
მადონა ნოზაძე, დეპარტამენტის პრესცენტრის უფროსი
599-557978 | [email protected]