სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია
ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
ვახშამს დელეგაციის ხელმძღვანელი - ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და დელეგაციის წევრები - თომას მარკერტი, მაიკლ ფრედო, ნიკოს ალივიზატოსი, ჯოზეფ მარია კასტელა ენდრიუ და კაგა ტანიარი ესწრებოდნენ.
ვენეციის კომისიის დელეგაცია თბილისს 30 მარტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოთხივე თემატურ სამუშაო ჯგუფთან გამართეს.