სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია
ირაკლი კობახიძის კომენტარი კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებულ ჩანაწერზე

„ღრმად დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ეს ახალი რეგულაცია მოსპობს ყოველგვარ საბაბს იმ ძალების მუშაობისთვის, რომლებიც ცდილობენ, ამ ფაქტორის გამოყენებით გააღვივონ საქართველოში როგორც ჰომოფობიური, ისე ანტიდასავლური განწყობები“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებულ ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა. არის არაერთი ქვეყანა, სადაც კონკრეტული ძალები იმავე ინსტრუმენტს, იმავე ფაქტორს იყენებენ ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად. ჩვენი ამოცანაა ამის შეჩერება და ვფიქრობთ, რომ დეფინიციის დაზუსტება კონსტიტუციის დონეზე მოსპობს ამ საბაბს და უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში არ გაღვივდეს როგორც ჰომოფობიური, ისე ანტიდასავლური განწყობები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.