საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადების მიზნით, 2016 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომლის შემადგენლობაში 73 წევრია. საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ხოლო კომისიის მდივანია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. საკონსტიტუციო კომისიაში ოთხი სამუშაო ჯგუფია.