სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისიის მდივანი, თომას მარკერტი ხელმძღვანელობს.

ვენეციის კომისიის წევრებმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებისგან სხვადასხვა დებულებების დაზუსტებები მოისმინეს. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო პრეზიდენტის არჩევის წესი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა როგორც საპარლამენტო უმრავლესობიდან, ასევე საპარლამენტო ოპოზიციიდან.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვენეციის კომისიის წევრებმა შეხვედრაზე განაცხადეს, რომ პრეზიდენტის არჩევის როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი წესი ლეგიტიმურია. „არის მაგალითები როგორც ერთი სახის არჩევნებისა საპარლამენტო რესპუბლიკაში, ასევე მეორე სახის არჩევნების. ვენეციის კომისია თავის დასკვანს გვეტყვის იმ სამუშაო ვერსიაზე, რომელსაც გადავუგზავნით. ვენეციის კომისია ჩვენ პოლიტიკურ რჩევებს არ მოგვცემს. ასეთი პოზიცა დააფიქსირეს მათ ამ სხდომაზე“,-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. მისივე თქმით, ძირითადი დისკუსია კონსტიტუციაზე მას შემდეგ დაიწყება, რაც სამუშოა ვერსია მზად იქნება.

ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: თომას მარკერტი, მაიკლ ფრედო, ნიკოს ალივიზატოსი, ჯოზეფ მარია კასტელა ენდრიუ და კაგა ტანიარი.