სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია
საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომა

საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა.
საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამუშაო ჯგუფის მონაწილეებს მიესალმა და სხდომაზე დამსწრე წევრების აქტივობისთვის კმაყოფილება გამოთქვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სამუშაო ჯგუფის წევრებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფთან გამართული შეხვედრის შედეგები გააცნო და აღნიშნა, რომ პირველ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრისას, როდესაც კონსტიტუციის შესავალი ნაწილი განიხილებოდა, კომისიის წევრები ტერიტორიული მოწყობის საკითხებს უკვე შეეხნენ, გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორიული მოწყობის დებულებები სწორედ კონსტიტუციის პირველ თავშია წარმოდგენილი.
საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა მუშაობა კონსტიტუციის პირველი თავის მეორე მუხლის დეტალური განხილვით დაიწყო.
დღევანდელ სხდომაზე სამუშაო ჯგუფი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის განსაზღვრის საკონსტიტუციო კანონსაც განიხილავს.