სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია

ნინო გოგუაძემ სტუდენტებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილა

უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში შესატან ცვლილებებზე შეხვედრა გაიმართა.

საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ნინო გოგუაძემ ახალგაზრდებთან ადამიანის უფლებების და თავისუფლებების შესახებ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა და მთელ რიგ ძირითად საკითხებზე მათი მოსაზრებები მოისმინა.

საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში გამართულ ინტერაქტიული დისკუსიის ძირითად მიზანს ახალგაზრდების შეხედულებების მოსმენა და კონსტიტუციაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფისთვის გაცნობა წარმოადგენდა. 

„მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების პროცესში ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ჩვენი, მმართველი გუნდის ერთ-ერთ პრიორიტეტს პარლამენტში და ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში საზოგადოების ჩართულობა წარმოადგენს და ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებას შეეხება, საზოგადოების და მომავალი თაობის წარმომადგენელთა მოსაზრებების მოსმენა საინტერესო და საყურადღებოა”, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.