სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია

პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

რიგგარეშე სესიის ფორმატში ორდღიანი განხილვების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ერთხმად - 115 ხმით არცერთის წინააღმდეგ, დაუჭირა მხარი. 

ასევე, ერთხმად, 115 ხმით არცერთის წინააღმდეგ იქნა მიღებული საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“. 

„მადლობას გიხდით ერთსულოვნებისთვის და ნამდვილად ისტორიული დოკუმენტის მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ. 

კონსტიტუციურ კანონის პროექტებზე მეორე მოსმენით მსჯელობას პარლამენტი ხვალ, 12:00 საათზე, რიგგარეშე სხდომაზე გააგრძელებს.