სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია
კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დამატებით ათ ქალაქში გაიმართება

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ გაფართოებული სხდომა გამართა.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, კონსტიტუციურ კანონპროექტებზე საყოველთაო-სახალხო განხილვა გაგრძელდება და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. რეგიონების მიხედვით შემდეგი ქალაქები შეირჩა:
იმერეთი - ზესტაფონი და სამტრედია;
კახეთი - სიღნაღი;
აჭარა - ხულო;
ქვემო ქართლი - მარნეული;
სამცხე-ჯავახეთი - ახალქალაქი;
გურია - ოზურგეთი;
სვანეთი - მესტია;
მცხეთა-მთიანეთი - ყაზბეგი.
მაისის ბოლომდე თბილისის მასშტაბით ათი სხვადასხვა შეხვედრის გამართვა იგეგმება.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, განხილვების ფორმატში შეხვედრები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტ-პროფესურასთან და სხვადასხვა სოციალური წრეების წარმომადგენლებთან გაიმართება.