სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია

15 თებერვალს საქართველოს ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვევა

ვენეციის კომისიის წევრი, ბარსელონას უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის პროფესორი, ჯოზეფ მარია კასტელა ანდრეუ და ვენეციის კომისიის კონსტიტუციური მართლმსაჯულების განყოფილების ადმინისტრატორი ზია კაგა ტანიარი პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან გამართავენ.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი დაესწრება.

შეხვედრა 11:00  საათზე, თავმჯდომარის სათათბირო ოთახში გაიმართება.

დელეგაციის წევრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

შეხვედრა 14:00 საათზე პარლამენტის ბაგრატოვანთა დარბაზში გაიმართება.

დელეგაცია საქართველოს ხვალვე დატოვებს.