სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია
საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე დაიბადა 1978 წლის 25 სექტემბერს თბილისში. 1995 წელს დაამთავრა თბილისის მე-6 კლასიკური გიმნაზია.
ირაკლი კობახიძეს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და გერმანიაში, მინიჭებული აქვს სამართლის მაგისტრისა და სამართლის დოქტორის ხარისხი. 2006 წელს მან დიუსელდორფის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პოლიტიკური პარტიების სამართლის თემაზე და მიენიჭა სამართლის დოქტორის (Dr. iur.) აკადემიური ხარისხი. ირაკლი კობახიძე არის კონსტიტუციონალისტი და არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი კონსტიტუციური სამართლის სფეროში.
2000-2014 წლებში ირაკლი კობახიძე პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. 2000-2001 წლებში იგი იყო შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი; 2006-2014 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების პროექტების ექსპერტი და მენეჯერი; 2011-2012 წლებში თანამშრომლობდა საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლობასთან სტრატეგიული დაგეგმვის ექსპერტის რანგში; 2011-2012 წლებში იყო ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ადამიანის უფლებათა კომიტეტის ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი.
2005 წლიდან ირაკლი კობახიძე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, ეკავა სხვადასხვა აკადემიური თანამდებობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში, ასწავლიდა კონსტიტუციურ სამართალს, ადამიანის უფლებებს, პოლიტიკური პარტიების სამართალს, მუნიციპალურ სამართალს და სხვა იურიდიულ დისციპლინებს უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურზე. ირაკლი კობახიძე დღემდე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
ირაკლი კობახიძე არის დაოჯახებული და ჰყავს ორი შვილი.
სამუშაო გამოცდილება:
- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე (არჩეულია 2016 წლის 18 ნოემბერს)
- პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, აღმასრულებელი მდივანი, პოლიტიკური საბჭოს წევრი (2015 წლიდან)
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი (2014 წლიდან)
- გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების პროექტების ექსპერტი და მენეჯერი (2006-2014)
- კავკასიის უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი (2011-2014)
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტ-პროფესორი (2005-2012)
- ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში, ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში (2011-2012)
- ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი (2011-2012)
- შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი (2000-2001)
განათლება:
- ჰ. ჰაინეს სახელობის დიუსელდორფის უნივერსიტეტი - სამართლის დოქტორი (2002-2006)
- ჰ. ჰაინეს სახელობის დიუსელდორფის უნივერსიტეტი, უმაღლესი შეფასებით - სამართლის მაგისტრი (2002-2005)
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, წარჩინებით - სამართლის მაგისტრი (1995-2000)